ლევან სანიკიძე - უპრეცედენტო განცხადებების კასკადია დასავლელი პარტნიორებისგან, ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან - ეს გასაკვირი არ არის, რადგან „ოცნება“ პირდაპირ ადებს მათ ხელს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას

„ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას და დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში, ნამდვილად არ არის გასაკვირი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებელთა მისიის განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან სანიკიძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ მათი მხრიდან მსგავსი მკაფიო განცხადებები კეთდება.

„ნამდვილად უპრეცედენტო განცხადებების კასკადია, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი მეგობრებისგან.

ეს გასაკვირი არ არის - „ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას და დაძაბულობის შექმნას.

ამ ვითარებაში, ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ მათი მხრიდან კეთდება ისეთი მკაფიო განცხადებები. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტსაც, რომ ისინი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ისინი მარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელ გზაზეც საუკუნეების განმავლობაში იყო. ეს გზა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, ევროინტეგრაციის გზა და ჩვენი ქვეყნის რეალურ სამშვიდობოზე გაყვანა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში - „არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა