„სელფი“ Nasa Space Apps Challenge 2024-ის პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სელფი“ უკვე მეხუთე წელია, რაც ჰაკათონს მხარს უჭერს და გამარჯვებულებს ეხმარება, საერთაშორისო დონეზე საკუთარი იდეა წარადგინონ.

„ჰაკათონი ყოველწლიურად, ერთდროულად მსოფლიოს 300-მდე სხვადასხვა ქალაქში იმართება და გლობალურად ათასობით მონაწილეს აერთიანებს. წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემაა „The Sun Touches Everything“. ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ და საკითხის ირგვლივ მწვავე პრობლემას, ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, მოუნახავენ ინოვაციურ გადაწყვეტას. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულები ნამუშევრებს გლობალურ დონეზე წარადგენენ და Nasa Space Apps Challenge-ის მთავარ ჰაკათონზე მონაწილეობას მიიღებენ.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ „ვორქშოპებს“ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

Nasa Space Apps Challenge 2024-ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს