მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებულ მორიგ პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.

„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს.

აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია