ირაკლი ფავლენიშვილი - აშშ საქართველოში დემოკრატიას რომ უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს „ქარდებითაც“ და განცხადებებითაც, ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგია მსოფლიოში

აშშ საქართველოში დემოკრატიას რომ უჭერს მხარს, მათ შორის, საელჩოს „ქარდებითაც“ და განცხადებებითაც, ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგია მსოფლიოში, -ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გამოქვეყნებულ პოსტებსა და „ქარდებს“.

ამასთან, მისივე თქმით, „ქარდების“ გამოქვეყნება ბუნებრივია.

„აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და, რა თქმა უნდა, მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომელიც არის ჩვენი დასავლური შეხედულებებისადმი მხარდაჭერა. ეს არის ძალიან მარტივი და აშშ-სგან დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას ველით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის არის დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგი მსოფლიოში და ის, რომ დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, თავისი „ქარდებითაც“, მათ შორის, საელჩოს განცხადებებითაც, ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და „ქარდებით“ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა „ქარდი“, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია