დავით მათიკაშვილი აშშ-ს საელჩოს „ქარდებზე“ - სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების“ შინაარსი დეზინფორმაციულია

ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსის მქონეა, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“.

მისი თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების“ შინაარსი დეზინფორმაციულია.

„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსის მქონეა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? - არავინ. გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გასამართლდეს. თუ ეს პარტიის შემთხვევაში იქნება, მისი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოხდება, ეს როგორც ევროპაში ხდება. ოპოზიციას არავინ ებრძვის. სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების“ შინაარსი დეზინფორმაციულია”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და „ქარდებით“ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი "ქარდი" გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო