ირაკლი ფავლენიშვილი - აგარაშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში ხალხს სურს ცვლილებები, კეთილდღეობა, ევროპა და თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის

აგარაშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში ხალხს სურს ცვლილებები, კეთილდღეობა, ევროპა და თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის , - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, აგარაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს კეთილდღეობა, ევროპა, განვითარება, თავმოყვარე და ღირსეული ხელისუფლება სურს.

„აგარაშიც, ქარელის რაიონშიც, ყველგან აბსოლუტურად არის ცვლილებებს სურვილი, რადგან ხალხს მომბეზრდა სიღარიბე, ემიგრაცია, ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც სახლ-კარი წაგვართვეს და გამოგვყარეს ჩვენი მიწა-წყლიდან და, რა თქმა უნდა, ხალხს კეთილდღეობა, ევროპა, განვითარება, თავმოყვარე და ღირსეული ხელისუფლება სურს, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ამიტომ ცვლილება არის გარდაუვალი და ამ შეხვედრებზე ყველგან, მათ შორის აგარაშიც ეს ჩანს”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე