თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება.

ამ წუთებში, მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ, ხოლო პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სინამდვილეში ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს საქართველოს მოქალაქეებს უცხადებენ და არა საკრებულოს სხდომის მიმდინარეობას.

„ისინი ბოიკოტს აგრძელებენ, ოღონდ ეს ბოიკოტი ჩვენს მიმართ არ არის, ეს ბოიკოტი არის თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს. ეს სერიოზული საქციელი არ არის. სჯობს, რომ ისინი სხდომათა დარბაზში იყვნენ, კომისიის სხდომებში მონაწილეობა მიიღონ და იმ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღონ, რომელიც ჩვენი თბილისელებისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ”, - განაცხადა ტყემალაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში უკვე რამდენიმე სხდომა ისე ჩატარდა, რომ მას ოპოზიცია არ დასწრებია. ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. ბოიკოტის რეჟიმში ამ დროისთვის, იმყოფება პარტიები - „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. აღნიშნული პარტიების გარდა, სხდომას არ ესწრებიან „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე