ირაკლი ზარქუა - მგონი, ამერიკის და ევროკავშირის საელჩო აცნობიერებს, რომ რადიკალები და უსამშობლოები, „ნაცების“ გარდა, ვერ გადალახავენ ბარიერს და ამიტომ ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში - ეს ქვეყანა დემოკრატიულია, არაფერი აგერიოთ!

მგონი, ამერიკის და ევროკავშირის საელჩო აცნობიერებს, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, “ნაცების” გარდა ვერ გადალახავენ ბარიერს და ამიტომ, ესენიც ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არ აქვთ და საქართველოს მოსახლეობამ ამის შესახებ იცის.

„მგონი, ამერიკის და ევროკავშირის საელჩო აცნობიერებს, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, “ნაცების” გარდა, ვერ გადალახავენ ბარიერს და ამიტომ ესენიც ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის ელჩი და დანარჩენები, ვინც მათი საძმოს გაერთიანების წევრები არიან, უტევენ ჩვენს ქვეყანას. არადა, კანონი ამბობს, რომ წინასაარჩევნო საქმიანობაში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია. ამიტომ, ელჩებს და პატივცემულ საზოგადოებას მოვუწოდებ, იქნებ დაიცვათ კანონი, გაიაზროთ თქვენი ეს ქმედებები - არასწორი, მიუღებელი და უარგუმენტო განცხადებები და “ქარდები” არაფერში წერია. გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ ხართ შეშფოთებული და ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის უფლება არ გაქვთ და საქართველოს მოსახლეობამ ამის შესახებ იცის.

დემოკრატიები ოპოზიციას არ აუქმებენო. ვინც უსამშობლოა, ყველა წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. ვისზე ლაპარაკობენ? საქართველო უკრაინასა და მოლდოვაში ხომ არ ერევათ, სადაც თავისუფლება და მედია შეზღუდულია. საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი აზრი და გეგმა წარმოადგინონ. ამდენი უსამშობლოდ ტელევიზია არასოდეს ყოფილა. ეს ქვეყანა დემოკრატიულია და არაფერი აგერიოთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი "ქარდი" გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია