ირაკლი ზარქუა - გარკვეული გლობალური ჯგუფები თავიანთ წესრიგს ახვევენ ყველას, მცდელობა აქვთ თავის ჭკუაზე გატარონ - ჩვენ ამას არ გავაკეთებთ

მე უნგრელ ხალხს და მის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაძლებას და გამარჯვებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ როგორც ისინი ჩვენც მოწყურებული ვართ მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ჩვენი, როგორც უნგრელი ხალხის ასევე ქართველების ინტერესები დავიცვათ და არა მხოლოდ, ბევრნი არიან ევროპაში ევროპული სახელმწიფოები ვინც ომობენ, იბრძვიან და თავიანთი სუვერენიტეტისათვის ყველაფერს აკეთებენ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის შეკითხვას ევროპული კომისიის მიერ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ.

მისივე თქმით, გარკვეული გლობალური ჯგუფები თავიანთ წესრიგს ახვევენ ყველას, მაგრამ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ, რადგან ქართველები უპირველეს ყოვლისა ადათ წესებით, წარსულით, ეკლესიით და პატრიარქით ამაყობენ და ასე გააგრძელებენ მომავალშიც.

„არის გარკვეული გლობალური ჯგუფები, რომლებიც თავიანთ წესრიგს ახვევენ თავს ყველას. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის იმათ, ვისაც სტატუსი გვაქვს მიღებული, ვისთანაც გასდით. მცდელობა აქვთ რომ დაგიმორჩილონ, თავისი ჭკუით გატარონ. მოვა მესიჯი - „მეორე ფრონტი უნდა გახსნა“, ჩვენ რასაც შევეწინააღმდეგეთ. მოვა მესიჯი - „ლგბტ პროპაგანდას მხარი უნდა დაუჭირო“. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ადათ წესებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ეკლესიით, პატრიარქით ვამაყობთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. ეს მათთვის უცხოა. ამიტომაც არის, რომ უნგრელ ხალხს ებრძვიან, ისევე, როგორც სლოვაკებს, გახსოვთ თქვენ მათ ლიდერებს ხან იარაღით ხან ავარიით, ხან როგორ და საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყვიაც კი ესროლეს და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე დემოკრატია ამას არ ნიშნავსო, პარტიების აკრძალვას. არა ბატონებო, გეშლებათ, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებით გავასამართლებთ მწვალებელთა პარტიას, უსამშობლოებს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, არგუმენტირებულად, შემდეგ ის პროცესი დაიწყება, რაც წინასწარ დავაანონსეთ. ასე რომ არ აგერიოთ - ჩვენ ვიცავთ კანონებს, ჩვენ ვიცავთ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს