მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ აშშ-ს საელჩოს „ქარდზე“ - საელჩოს განცხადება, რომ დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ, სინამდვილეში ტყუილია - 1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა

მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ აშშ-ს საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ „ქარდს“ ეხმაურება და ტყუილს უწოდებს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებას, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

როგორც აღნიშნული პლატფორმა წერს, 1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა.

„აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.

სინამდვილეში, ეს ტყუილია.

1945-2015 წლებში ევროპის 20-მა დემოკრატიამ 50 ოპოზიციური პარტია აკრძალა.

ამჟამად, გერმანიის სახელისუფლებო პარტიები ამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასაკრძალად, რომელიც გერმანიაში რეიტინგით მეორე პარტიაა.

ასევე, საგულისხმოა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინამ 19, ხოლო მოლდოვამ - 1 ოპოზიციური პარტია აკრძალა“, - წერს სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი