მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლები.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"მინდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მასწავლებლებს. ადამიანებს, რომლებსაც თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც პირადი გმირობის ფასად, ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა, თუმცა უამრავი შეზღუდვის მიუხედავად ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წლის საუკეთესო მასწავლებლებთან შეხვედრას ტრადიციულად, ყოველწლიურად მართავს. წელს მინისტრის სპეციალური მილოცვა 10-მა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს