ლადო ბოჟაძე - ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის და  გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ოპონენტები გააკრიტიკა.

მისი შეფასებით, ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება და არაფრის გამკეთებელ დეპუტატებს აღარ აირჩევს.

„მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, გადავცე გლდანელების, ნაძალადეველების, საბურთალოელების და დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას. საკრებულოში თქვენ არ დადიხართ, არ დადიხართ არც კომისიის სხდომებზე. საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც დაენახეთ საზოგადოებას. მესმის, რომ მისასვლელი პირი არ გაქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის გულის მოგება და სხვისი დავალებების შესრულება გაინტერესებთ. რატომ მოატყუეთ ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებდით?! აღარ აპირებს საქართველოს მოსახლეობა მოტყუვდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს და ისევ ასეთი ცარიელი ადგილები, არაფრის გამკეთებლები აირჩიოს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ყველა ძალიან კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

„ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე პირადად ის დავალება, რომელსაც ვისმენ დედაქალაქში და ჩემი კოლეგები ისმენენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირნათლად უნდა შევასრულო. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არავის მივცეთ საშუალება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვემზადებით ქართველ ხალხთან ერთად არჩევნებისთვის, გამარჯვებისთვის, თქვენ კი ემზადებით 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, სისხლიანი რევოლუციისთვის. თუმცა იცოდეთ, რომ არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც იქნება ერთადერთი ღირსეული, რადგან ღირსეულად გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობითა და კეთილდღეობით წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე