„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი.

„შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვარლამ ლიპარტელიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ 26 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობას და შემდგომ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის გამგებელი, "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს