თამარ კორძაია აშშ-ს საელჩოს „ქარდებზე“ - „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, „გლობალური ომის პარტიას“ ეძახის და უფლებაც არ აქვთ, უპასუხონ? - სიმართლე მწარეა

დეზინფორმაციული ომი, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, იმსახურებს საპასუხო სიმართლეს და სიმართლე მწარეა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებსა" და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს და მათ აქვთ უფლება, უპასუხონ.

„გამორიცხულია ეს აღვიქვათ აშშ-ის მიერ არჩევნებში ჩარევად, აქ არის პასუხის უფლება გამოყენებული. „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, გლობალური ომის პარტიას ეძახის ყველას და მათ იმის უფლებაც არ აქვთ, რომ უპასუხონ და ხალხს აუხსნან, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ეს ასე არ არის? არავინ არ ერევა ჩვენს არჩევნებში. უკაცრავად, მაგრამ ის დეზინფორმაციული ომი, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იმსახურებს საპასუხო სიმართლეს და სიმართლე მწარეა. მაგალითად ზარქუას ეს არ მოსწონს და თავხედობად უთვლის იმას, რომ სიმართლეს ლაპარაკობენ და მოუწოდებენ დემოკრატიის დაცვისკენ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროგრამას ვერ წარადგენს, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან სანქციების მოლოდინის გამო.

„წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საარჩევნო პროგრამა, იმიტომ, რომ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. წარმომიდგენია რა დღეში არიან „ოცნების“ წევრები, როდესაც ყოველდღე ხედავენ, რომ სანქციების მკაცრი ხელი სულ უფრო უახლოვდება თითოეულ მათგანს. მე მგონია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია სანქცირების იმიტომ, რომ შეუძლია საშინელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც ძირს გამოუთხრის საკუთარი გადაწყვეტილებებით დემოკრატიას, მოხვდება სანქციების ქვეშ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო