კახა კალაძე - რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? - მსგავსი ფაქტი არ არსებობს - ერთადერთი არის ის, რომ ვიღაცებს არ ვემონებით და ვატარებთ ქვეყნის ინტერესს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების დეკლარაციას „არანაირი ფასი არ აქვს“.

დედაქალაქის მერის თქმით, ადრეც ხდებოდა რეზოლუციების მიღება, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ “ამაში ფულს იღებდნენ”.

“არანაირი ფასი არ აქვს. იცით ვინ არის კონკრეტული დეპუტატი, მისი წარსული? მოიძიეთ, საინტერესო წარსული აქვს. იცით რატომ არ აქვს ამას ფასი? რამდენიმე თვის წინ, როდესაც რეზოლუციების მიღება ხდებოდა, შემდეგ ირკვეოდა, რომ ამაში ფულს იღებდნენ. წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? - თეთრზე შავს გეუბნებიან, ამაში ფულს იღებენ, ამაზე უფრო დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს? იგივე ანტი-დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? - მსგავსი ფაქტი არ არსებობს. გვაქვს თავისუფლება, მედია და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება. ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. ერთადერთი არის ის, რომ ვიღაცებს არ ვემონებით და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს”,- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში - “არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი