Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას” - 33% მისცემდა ხმას, „ერთიანობას“ - 19%, „კოალიცია ცვლილებისთვის” - 13%, „ძლიერ საქართველოს” - 12%, „გახარია - საქართველოსთვის“ - 11%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 33%

„ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ - 19%

„კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 13%

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ - 12%

„გახარია - საქართველოსთვის“ - 11%

„ლეიბორისტული პარტია“ - 4%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%

„პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ - 3%

სხვა პარტიები - 1%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს