ხატია დეკანოიძე - თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან - ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.

„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.

„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის