იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა გახდეს უკრაინა ნატო-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში

ნატო-მ შესაძლოა უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მიიღოს. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები უკრაინის შემთხვევაში, თუ ის ალიანსის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გახდება.

“ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, ვინაიდან არანაირი პარალელი არ არის 100%-ით სწორი, მაგრამ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. მაგრამ ისინი არ ვრცელდება კურილის კუნძულებზე, რომლებსაც იაპონია რუსეთის მიერ კონტროლირებად თავის ტერიტორიად მიიჩნევს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეორე მაგალითი, სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას დიდი გერმანიის ნაწილად განიხილავდა.

“მათ არ ჰქონდათ საელჩო აღმოსავლეთ ბერლინში. მაგრამ ნატო, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასავლეთ გერმანიას იცავდა…

როდესაც არის ნება, არის გადაწყვეტილების პოვნის საშუალებებიც. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, სად მოქმედებს მე-5 მუხლი, და უკრაინა მთელ ტერიტორიას უნდა აკონტროლებდეს ამ საზღვრამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა