შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალის მიერ ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება და ყველაზე ნაყოფიერი „წლის მეცნიერის“, სამეცნიერო პროექტებში ჩართული პერსონალისა და მენტორების დაჯილდოება.

ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და პრორექტორმა კვლევით დარგში, თეა კბილცეცხლაშვილმა.

კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და ხელშეწყობას და სისტემატურად ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით აკადემიური პერსონალის მხარდაჭერაზე. კახამ შენგელიამ ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მკვლევრების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობა და პროფესორ-მეცნიერებთან ერთად ერთობლივ პროექტებსა და კვლევებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ვინაიდან მეცნიერისთვის ხელსაყრელი კვლევითი გარემოს შექმნა ხელს უწყობს სამეცნიერო თანამშრომლობის გაუმჯობესებას და მეცნიერების წინსვლას.

პრორექტორმა კვლევით დარგში, თეა კბილცეცხლაშვილმა შეაჯამა 2023-2024 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში არსებული კვლევის პოლიტიკის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში როგორ ხორციელდება აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მხარდაჭერა და სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდა.

თეა კბილცეცხლაშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალ ინიციატივებზე და მადლობა გადაუხადა მეცნიერებს აქტიური ჩართულობისთვის, რათა უფრო მეტი სამეცნიერო- კვლევითი აქტივობით ერთად შევძლოთ უნივერსიტეტს შევმატოთ ღირებულება და უზრუნველყოთ მაღალი დონის კვლევითი პროდუქტის შექმნა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ზრდა და განვითარება. ქალბატონმა თეამ აღნიშნა, რომ მეცნიერების პროგრესი მეცნიერების მუშაობით და მათი აღმოჩენების ღირებულებით განისაზღვრება და არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე სამეცნიერო კვლევის შედეგები“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ დააჯილდოვა "წლის მეცნიერები", სამეცნიერო პროექტების ავტორები და ასევე, მენტორები, რომელთაც სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში აქვთ შეტანილი წვლილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია