სერგო ჩიხლაძე -  „ალდე“ ხვალ საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუციას მიიღებს

ყველა ჩვენი მეგობარი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი ბედი დამოკიდებული იქნება რამდენად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდება 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართული ოცნება” და ივანიშვილი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს.

კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგო ჩიხლაძე „ალდეს“ კონგრესს ესწრება.

როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნება” და ივანიშვილი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

„საქართველო და მოახლოებული არჩევნები არის ყრილობის ერთ-ერთი მთავარი თემა. ყველა შეხვედრა იქნება ეს ლიდერთა შეხვედრა, პანელური დისკუსიები თუ პირისპირ შეხვედრები ყველა ჩვენი მეგობარი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი ბედი დამოკიდებული იქნება რამდენად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდება 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართული ოცნება” და ივანიშვილი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ხვალ „ალდე“ გეგმავს საქართველოს შესახებ რიგით მეექვსე რეზოლუციის მიღებას, სადაც მთავარი საკითხები იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და ძალადობის გარეშე ჩატარება, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მყისიერი დაწყება, როგორც კი არჩევნების შედეგად ხელისუფლებას გადაიბარებს დემოკრატიული და კოალიციური ხელისუფლება”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს, ესტორილში (პორტუგალია)„ალდეს“ ყრილობა იმართება.

მათივე ცნობით, 70 ევროპული პარტიის დისკუსიების ერთ-ერთი საკითხი იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, 26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივები.

„იგეგმება საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაც. ეს იქნება საქართველოს შესახებ მე-6 რეზოლუცია, რომელსაც "ალდე" მიიღებს ბოლო 2 წლის განმავლობაში. "ალდეს" პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება იყო პირველი, რომელმაც უსიტყვო და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას. "ალდე" აქტიურად ითხოვს ასევე ქართული ოცნების იმ ლიდერების დასანქცირებას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ძალადობაში, კორუფციასა და რუსული დეზინფორმაციის წარმოებაში“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია