ანა დოლიძე - პრეზიდენტის შუამავლობით პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება პარტიებს შორის - პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დასრულდა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვიზიტისას საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა.

„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, ჩვენს პარტნიორებს შეხვდა და ბუნებრივია ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება, პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრეზიდენტის შუამავლობით. საუბარი არის თუ როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ.

რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ „ცაიტნოტში“ არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში და რა როლი ექნება პრეზიდენტს, ამას მომზადება სჭირდება.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური მხრივ. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს