ელენე ხოშტარია - ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ - პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას შეხვედრა დასრულდა.

როგორც ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მის როლს შეეხო.

"ჩვენ ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი. ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდად და წყნარად ეს სურვილი განვახორციელოთ. პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩამოვიდა ვიზიტიდან და დავინახეთ საჯარო განცხადებებიდან თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს და მეორეს მხრივ, თუ როგორი მკაფიოები არიან ჩვენი პარტნიორები, „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების მიმართ. ამიტომ ჩვენ ამ პერიოდში პრეზიდენტთან ბევრ საკითხზე კოორდინაცია მოგვიწევს და არჩევნებისთვის მზადება. აქ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური პროცესი. არც ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით გვისაუბრია. მე ერთგული ვრჩები ქარტიაში გაწერილი პრინციპების, ასევე ჩვენი კოალიციაც", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს