თამარ კორძაია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“, „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

სამი ტელეკომპანიის ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრისას თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გამოხატვის თავისუფლების ჯალათია“.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი გახდა, იმიტომ რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება იყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავს ესხმის. ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები სატელევიზიო რეკლამის სახით უნდა განათავსონ, რაზეც ტელევიზიებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წინასწარ გაუგზავნეს კითხვა, ჩაესვათ თუ არა. კომისია ავალებს, რომ ეს რეკლამა ჩასვან. კომისია ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ჯალათია და არა დამცველი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, დღეს, „მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა" და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“.

ტელევიზიების განცხადების თანახმად, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა