ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა

ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დღესვე, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა 5 პედაგოგს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება, მასწავლებელთა შრომისა და ღვაწლის პატივისცემისა და მხარდაჭერის მიზნით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე