გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად „თბილისობა - 2024“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა უსურვა.

„ჩვენი ქალაქი უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ოქტომბრის დასაწყისში თბილისობას აღნიშნავს. თბილისობის ტრადიცია, გარდა იმისა, რომ არის სახალხო ზეიმის, დასვენების დღე, ასევე სიმბოლურად გამოხატავს ქალაქისა და რეგიონების მჭიდრო კავშირს. ეს დღესასწაული უშუალოდ თბილისის ისტორიული წარსულიდან გამომდინარეობს და ბუნებრივად გადმოდის დღევანდელობაში. ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს ჩვენს ყველა თანამოქალაქეს და დედაქალაქის სტუმრებს. თბილისს და სრულიად საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ორბელიანის მოედანზე „თბილისობა 2024“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე და სამეწარმეო ბაზრობა დაათვალიერა.

„ორი დღის განმავლობაში როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში თბილისობის აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს