ნიკა გვარამია - რუსთავს აქვს პოტენციალი იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, იყოს მჭიდროდ დაკავშირებული თბილისთან მეტროს ხაზით და სალიანდაგო კავშირით - რუსთავი არის ჩვენთვის საქართველოს სიმბოლო უზარმაზარი პოტენციალით

რუსთავი ტრადიციულად კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია, რუსთავში წარმოუდგენლად მაგარი ახალგაზრდები ცხოვრობენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ოფისის გახსნისას განაცხადა.

თბილისში მუშაობს უამრავი რუსთველი ახალგაზრდა, სამწუხაროდ, ადგილზე მათთვის დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ჩვენ ჩვენი ყრილობა ჩავატარეთ რუსთავში, რათა გვეთქვა, რომ რუსთავი არის ჩვენთვის საქართველოს სიმბოლო უზარმაზარი პოტენციალით.

„ამ ქალაქთან დაკავშირებით მაქვს სპეციფიკური დამოკიდებულება. მაქვს კეთილგანწყობა, მინდა დავეხმარო აქაურობას და ახალგაზრდებს. რუსთავს აქვს პოტენციალი იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, იყოს მჭიდროდ დაკავშირებული თბილისთან მეტროს ხაზით და სალიანდაგო კავშირით. არ შეიძლება სიდიდით მეორე ქალაქს ჰქონდეს პრობლემა რომ გააჩეროს ახალგაზრდები, რომ დაასაქმოს შრომისმოყვარე ქალები და კაცები ადგილზე და არ მოუწიოთ ემიგრაციაში წასვლა.

რუსთავი საქარხნო ქალაქი, ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანების სიცოცხლეს ექმნებოდეთ საფრთხე. რუსთავი არის კულტურის ქალაქი და ეს ყველაფერი უნდა აღდგეს, რაც მთავარია რუსთავი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ქალაქი. არა მარტო როგორ ეკონომიკურ ქალაქს, არამედ როგორც სრულფასოვან ქალაქს, სრულყოფილს და საინტერესოს”, - განაცხადა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს