ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი - “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე უნდა გავაგრძელოთ

“ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
„უნდა გავაგრძელოთ “ჰეზბოლაზე” ზეწოლა და მტრისთვის დამატებითი და გრძელვადიანი ზიანის შექმნა; შესვენების გარეშე და დაჯგუფებისთვის შემსუბუქების გარეშე”, - განაცხადა ჰალევიმ.

























