ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28­

პროცენტს, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

”ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს. ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა