ლევან სანიკიძე - ივანიშვილისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობით დაეჯილდოებინა

ივანიშვილი, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის მტრისთვის და ფაქტობრივად, აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობით დაეჯილდოებინა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მოქალაქეზე გაცემულ ქართულ პასპორტთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება შეურაცხყოფის მიყენებაა.

„ივანიშვილის ხელისუფლებისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. იმ ადამიანისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამაქცევრისათვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. ადამიანი, რომელიც ბოდიშის მოხდას და ლამის აღიარებას ითხოვს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების. ადამიანი, რომელიც მასპინძლობს „ეფესბეს“ გენერლებს, მასპინძლობს პოზნერს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე პასპორტით დაეჯილდოებინა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ, ამაყობენ ჩვენი ქვეყნის პასპორტით და იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, სწორედ მათთვის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება შეურაცხყოფის მიყენებაა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა. ამავე ცნობებით, იულია კრუშანოვამ, რომელმაც ქართული ენა არ იცის, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს