სერგო ჩიხლაძე - „ალდემ“ მიიღო რიგით მეექვსე რეზოლუცია საქართველოს შესახებ - არჩევნებთან დაკავშირებით არანაირ მანიპულაციას და გაყალბებას ევროპა არ შეეგუება

მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებზე წვდომისთვის მთავარ პირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ლისაბონში გამართულ „ალდეს“ სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ევროპა ქართველ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.

მან ისაუბრა რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს შესახებ „ალდემ“ მიიღო.

„დღეს, „ალდემ“ მიიღო რიგით მეექვსე რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია შეტანილი:

პირველი, მოლაპარაკებების გახსნისთვის და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებთან წვდომისთვის მთავარ წინაპირობად დასახელებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მეორე - დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

მესამე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

მეოთხე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და შეწყდეს მათ მიმართ საქმეები.

მეხუთე - მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას.

მეექვსე- დასანქცირდეს „ოცნების“ ყველა ის წევრი, ვინც იღებდა რუსულ კანონს და ხელს უწყობდა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

ძალიან მკაფიო გზავნილები ევროკავშირისგან არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიო გზავნილებია ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე, ძალიან მკაფიო გზავნილები „ოცნებას“, რომ არანაირ მანიპულაციას, გაყალბებას ევროკავშირი და ევროპა არ შეეგუება”, - განაცხადა ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს