გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს სისხლის ლაქებზე - ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია

სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა - სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

როგორც ვოლსკი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია.

„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, - აღნიშნა ვოლსკმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი