ანტონიო გუტერეში - მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა - მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს.

მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები.

„ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ სულებს დაღი დაასვა. გვახსოვს ყველა, ვინც სასტიკად მოკლეს და ენით აღუწერელი ძალადობა განიცადა. გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები, მათ შორის მძევლების გატაცება“, - აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, მანამდე კი, „ჰამასმა“ „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოებას ამ მძევლების მონახულების საშუალება უნდა მისცეს.

მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ შოკისმომგვრელი ძალადობა და სისხლისღვრა დაიწყო.

„ომი, რომელიც მოჰყვა ერთი წლის წინანდელ საშინელ თავდასხმებს იწირავს ადამიანების სიცოცხლეს და იწვევს ღრმა ადამიანურ ტანჯვას პალესტინელების ღაზაში და ასევე ლიბანელი ხალხის. მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც რეგიონი მოიცვა. მშვიდობის, საერთაშორისო კანონის და სამართლის დროა. გაერო სრულად არის მოწოდებული ამ მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა გუტერეშმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არასოდეს შეწყვიტოს მუშაობა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის, სადაც ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა საბოლოოდ შეძლებს ერთად იცხოვროს მშვიდობიანად და ღირსეულად და ერთმანეთის პატივისცემით.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა