რატი ბრეგაძე - ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა

გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი,- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

რატი ბრეგაძეს მაგალითისთვის საქართველოს კონსტიტუცია მოჰყავს და განმარტავს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის, არც შერჩევაში, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.

P.s დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ“, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში პრემიერობის კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს