თინა ბოკუჩავა - კონსულტაციებისთვის მზად ვართ - საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არის შეთავაზება, რომ კონსულტაციები გაიმართოს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა.

„გვაქვს ეს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კონსულტაციები გავმართოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ჩვენ "ქართული ქარტიის" ხელმომწერი ვართ, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ, თავისთავად, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა ვფიქრობ, საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი