მთავრობის ადმინისტრაციასთან ლოზუნგით - „დაიცავი შენი არჩევანი“ მოქალაქეები შეიკრიბნენ

„დაიცავი შენი არჩევანი“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

კერძოდ, აქციის მონაწილეები უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფება, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი. როგორც მან აღნიშნა, სამი კვირა არის დარჩენილი არჩევნებამდე და მნიშვნელოვანია ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში.

„უნდა ვთხოვოთ დამატებით უბნების გახსნა. სიძნელეებს გადავლახავთ, რაც არ უნდა იყოს, თუმცა ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება დიდ ქვეყნებში რთულია. ბევრი ხარვეზია გასასწორებელი. არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობაა ჩაწერილი საკონსულო აღრიცხვაზე, 67 000-ს ამბობენ, მაგრამ ეს დადასტურებული არაა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი