ბადრი ჯაფარიძე - ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს - პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი

პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა სამშაბათს არის დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ის თავისუფლებას არასდროს დათმობს.

„ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს. დამარცხება მწარე უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“. ის ამ მწარე მარცხს იმსახურებს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობთ, ეს სხვაობა დიდი იქნება და არჩევნების დღე გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს