შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე

სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დააკავეს, ყველანაირი მცდელობაა შიგნით თუ გარეთ, რომ რამენაირად სამართლიანი სასჯელისგან დაიხსნან.

„ოპოზიცია და სააკაშვილის მფარველები არიან სიყალბის მხარეს მყოფი ადამიანები. ქართველი ექიმი გაგიკვირდათ? პოლონელი ექიმი იყო ჩამოსული, მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმთა ჯგუფი როგორც გახსოვთ. ისინი იყვნენ პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი, რომლებიც აქ „შარლატანობით“ იყვნენ დაკავებული და წინდით გაჰქონდა ნიმუში და რომ არა სამსახურების სიფხიზლე, ვინ იცის რას ამზადებდნენ ამ ყალბი დასკვნებით და ნიმუშის გაპარებით.

სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა დაწერეს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა თანამშრომლებმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აკმაყოფილებდა გათავისუფლების პირობებს. სტრასბურგის სასამართლომ კი ნინო ლომჯარია სიყალბეში ამხილა.

ჩვენ ვნახეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდა სააკაშვილთან დაკავშირებით და ამ სერიის გაგრძელებაა ზუსტად. ჩვენ ვნახეთ პოლონელი ექიმი ყალბი დასკვნის დამწერი თუ წინდით გამტანი, ასევე ვნახეთ ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი.

ამიტომ, სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე. მას შემდეგ რაც ის დააკავეს, არის ყველანაირი მცდელობა შიგნით თუ გარეთ, რომ რამენაირად დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია