„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ორბელიანის მოედანზე მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში შეხვედრებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯაფარიძე დღეს ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს შეხვდა.

„თავდაპირველად, მინდა, თითოეულ თბილისელს მივულოცო თბილისობა, ვუსურვო წარმატება, ბედნიერება და ღირსეულ ქალაქში ცხოვრება. ისეთ ქალაქში, რომელსაც თითოეული თბილისელი იმსახურებს და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, თითოეული თბილისელი მართლაც ისე ღირსეულად იცხოვრებს ჩვენს ღირსეულ ქალაქში, როგორც ისინი ამას იმსახურებენ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში