ანონსი 7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

7 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ისაუბრებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, 6 მაისის პარკში უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: 6 მაისის პარკის ჩაბეტონებასთან დაკავშირებით.

მის: ბათუმი 6 მაისის პარკი

საკონტაქტო: ლევან ანთაძე - 577302020

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ზეწოლა მედიაზე, საარჩევნო დავებზე ხელისუფლების სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სანქცირებულ პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობა“.

მის: ჭოველიძის 4ა.

საკონტაქტო: ნათია კოპალიანი - 599 55 25 88

7 ოქტომბერს, 11:15 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

7 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მედიასთან კომენტარს გააკეთებს, ელჩი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდება.

მის: კავკასიის უნივერსიტეტი, პაატა სააკაძის 1, საკონფერენციო დარბაზი, სართული С

საკონტაქტო: თამარ მიქაძე - 599533031

7 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: საწვავის ფასის კლება - გაგრძელდება, თუ არა გაიაფების ტენდენცია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს 12:00 საათზე, ახალციხეში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: წყალმომარაგების სისტემის პრობლემები;

მის: ახალციხე, ნათენაძის 16. (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი).

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარტია "ჩვენ"-ის ლიდერები დავით ქაცარავა, აკია ბარბაქაძე და კახა გოგიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: პარტიის დატოვება.

მის: ალექსანდრეს ბაღი (პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან)

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, რუსთავში, პროფკავშირების გაერთიანების „ღია ოფისი“ გაიხსნება, სადაც პროფკავშირების აქტივისტები დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს, ქუჩაში გამვლელთათვის და აუხსნიან მათ პროფკავშირის არსს და ღირსეული შრომის დღესთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას.

მის: მეგობრობის #12 („საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია)

7 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა #14

საკონტაქტო: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11; ტასო ჯაფარიძე - 577 57 05 90; ქეთი ჟვანია - 555 55 5193

7 ოქტომბერს, 18:00 საათზე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მარნეულში, სოფელ აღმამედლოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მის: სოფ. აღმამედლო (მეჩეთთან)

საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ამერიკელი ავტორის, ნიკ შეფის წიგნის – „დაბოლება" – ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია

საკონტაქტო: მარინა ასათიანი - 599 11 99 99

7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, “ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ვახტანგ გორგასლის #20.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება