შალვა პაპუაშვილი - საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, იქმნება აღქმა, რომ ოპოზიციამ არჩევნები „კიდევ ერთხელ არ აღიაროს, რაც გასაკვირის არ არის“.

„ვნახეთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ არის დაწერილი, რომელშიც ვნახეთ ფრაზა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარების შემთხვევაშიც აუცილებლად იქნება დემონსტრაციები. „მაკკეინის ინსტიტუტის“ რეკომენდაცია აშშ-ის ხელისუფლის მიმართ არის, რომ ამ დემონსტრაციებს დააკვირდეს და სოლიდარობა გამოუცხადოს. თავად ასეთის სახის ნარატივები ქმნის იმის აღქმას, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ეს არჩევნები არ აღიაროს, რაც გასაკვირი არ არის. ოპოზიციას არც 2012 წლის არჩევნები უღიარებია, არც 2016 წლის და არც 2020 წლის. ახლაც რა თქმა უნდა, ზუსტად ასევე მოიქცევიან, არ აღიარებენ არჩევნებს. საქმე ისა, რომ ამ შემთხვევაში საელჩოების და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს გარედან დააკვირდნენ, - საქართველოში რაც ხდება, ის კი არ უნდა იყოს სხვისთვის დაკვირვების საგანი, არამედ მათ თავის მიერ დაფინანსებულ NGO-ებს უნდა მოუწოდონ, რომ არჩევნები აღიარონ. იმ პარტიებს, რომლებსაც ასე ხშირად ეხუტებიან ხოლმე ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, ხალხის არჩევნები აღიაროს, ეს არის დემოკრატია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს