უკრაინის გენშტაბი ყირიმში რუსების მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურებას ადასტურებს

დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში მტრის ნავთობტერმინალზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.

„ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შედეგები ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული ნავთობტერმინალი ყირიმში ყველაზე დიდია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობით, რომელიც, სხვა დანიშნულებასთან ერთად, საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა.

„დავალება შეასრულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით“, - განმარტავენ გენერალურ შტაბში.

მათი მტკიცებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შერყევის ღონისძიებები გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში ნავთობსაცავზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში