ლევან სანიკიძე - მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება - წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნებში მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას

მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება, ეს არის ქართული დემოკრატიის უდიდესი ტესტი, მაგრამ ეს ინტერესი მხოლოდ საარჩევნო დღეს არ გულისხმობს, წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში ჩვენი მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ელიან დასავლელი პარტნიორებისგან მკაფიო განცხადებებს მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მხოლოდ საარჩევნო დღეს: წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში ჩვენი მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით უფრო მკაფიო განცხადებებს მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ველით მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნებისადმი", - განაცხადა სანიკიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 6 ოქტომბერს ენმ-ის ლიდერებს კარდენახში შეხვედრისას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავებული ლევან მეტრეველია, რომელმაც სახის არეში მიიღო დაზიანება და აუცილებელი გახდა კლინიკაში მისი გადაყვანა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის