კახა კალაძე - არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია

არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

„ოპოზიციის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არის ნულის ტოლი. შეუძლებელია! უბრალოდ წარმოუდგენელია! რაც ბუნებაში არ არსებობს და თეორიულად შეუძლებელი, წარმოუდგენელია, იმაზე ნუ ვიმსჯელებთ და ნუ გავაკეთებთ განმარტებებს, კომენტარებს. „ქართული ოცნება” დღეს ქვეყანაში არის გუნდი, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

ქვეყნის მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი არ აქვთ და რაღაცას მოიგონებენ, დაჯდებიან, დაავალებენ და შემდეგ ამ სისულელეს აჟღერებენ, ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით. ამ შემთხვევაში კი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააჟღერებინეს უცხოელებმა, ეს განცხადება, რაც ტექნიკურ მთავრობას უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი. არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ჰქვია და ის ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ამის ძალიან მაღალი შესაძლებლობა დღევანდელ გუნდს აქვს”, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგია გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციაშია შესული.

„ბევრს მოლოდინი აქვს, რომ პოლიტიკური პარტიები განახლდებიან, სიახლეებს შემოგვთავაზებს. დღეს ვინც ნორმალურად აზროვნებს, ნორმალური ანალიზის შესაძლებლობა აქვს, როგორ შეიძლება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რადიკალებთან აფილირებული და ასოცირებული იყოს? დღეს ისინი შეიძლება სხვადასხვა პარტიით წარმოდგებიან, სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგალითად ავიღოთ გახარია. გიორგია გახარია ჩვეულებრივ კოალიციაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” შესული. ეს ერთი გუნდია. გავიხსენოთ მისი გადადგომა, რისთვის და ვისთვის გადადგა. ის „ნაციონალური მოძრაობისთვის”, ნიკა მელიასთვის გადადგა. დღეს რეგიონებში თუ ნახავთ, ჩვეულებრივ კოალიციაში არიან, ესენი ერთი გუნდია. ეს ნუ გაგიკვირდებათ. ყველას სხვადასხვა ფუნქცია და დავალებები აქვთ”, - აღნიშნა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია