საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ICT in Life 2024“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციამ - „ICT in Life 2024“ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები, გახსნა ფაკულტეტის დეკანმა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, კონფერენცია მკვლევრებსა და სტუდენტებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაციის საშუალებას აძლევს.

“შემთხვევითი არ არის, რომ კონფერენციის პარტნიორი და თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელიც ორიენტირებულია გამოყენებით მეცნიერებებზე. ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ჩვენს ქვეყანაში, ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით, 71 წელია განათლების ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან აკავშირებს ათ წელზე მეტი ხნის თანამშრომლობა. სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას შარშან ჩაეყარა საფუძველი, წელს უკვე მეორედ ვატარებთ. საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მასში მონაწილეობა კი საფუძველს ჩაუყრის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს”, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - "ICT in Life 2024", მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის

80-მდე სტუდენტი. კონფერენციაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. კონფერენცია ორი დღე გასტანს, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს