ირაკლი ზარქუა - ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! - ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ, წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ

ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ?! - შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“ არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში და არც მეგობრობაში! ამას არ გავატარებთ! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ - წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ! - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, „რასაც ელჩები აკეთებენ, შიდა საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევაა, რადგან ხვდებიან, რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს, ხელისუფლებაში ვერ მოდის და პროცესში პირადად არიან ჩართული".

„ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ გადაცემული? - ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა აქვთ! - შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა" არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში, არც მეგობრობაში.

ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია იმ უმსგავსობაზე საუბარი, რაც მათ ქვეყნებში ხდება. რაღა შორს წავიდეთ, ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატს ორჯერ ესროლეს. ასეთი წინასაარჩევნო გარემო როგორია?! - აღმაშფოთებელია! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ - წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ, მათ შორის ტელევიზიებიდან ცნობილი ჟურნალისტები განსხვავებული აზრის გამოაგდეს.

სენატორები და კონგრესმენები ერთმანეთს ამხელენ იმ ტრაგედიებსა და უბედურებაში, რაშიც არიან. ჩვენ ამის თაობაზე არასდროს არაფერი არ გვითქვამს, რადგან ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შიგნით რაც იქნება. ჩვენ კიდევ მორალს გვიკითხავენ და ჭკუას გვასწავლიან. ჩვენ მათ შიდა საქმეებში ჩარევას არ ვიკადრებთ. ქართველებს მოგვცენ უფლება, რომ თავად გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ილაპარაკებს საქართველოს სახელით! - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე