ლაშა ქარდავა - აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა, ლაშა ქარდავამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ძირეული ცვლილებები იგეგმება.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალებები ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარების შესახებ. ჩვენი მიზანია დევნილ მოსახლეობას, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება მივაწოდოთ. სწორედ ამიტომ საკითხის ძირეული შესწავლის შემდეგ დავიწყებთ პოლიკლინიკების რებრენდინგს“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ინფორმაციისთვის, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრებმა, მთავრობის თავმჯდომარისგან, დროებით დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების შესწავლის და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული დავალებები მიიღეს.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს