ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა!

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილის აზრით, „გამოკვეთილად ჩანს, რომ პრეზიდენტს და დასავლეთის გარკვეულ წრეებს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული მიზანი აქვს და ცარიელი პროპაგანდაა ის, თითქოს საქართველოში დემოკრატიამ უკან დაიხია, მთავრობამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და რუსეთისაკენ მიდის“.

„ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რომ საქართველოს მოსახლეობა დააშანტაჟონ და ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც პირველ რიგში დააყენებს არა საქართველოს ინტერესებს, არამედ გარე პროექტის შემსრულებელი იქნება. ასეთი გარე ჩარევა არასდროს მომხდარა - ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ - თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით. ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა. ეს არის ის, რისი წინააღმდეგიც არის „ქართული ოცნება“ და რისი წინააღმდეგია ნებისმიერი სახელმწიფო, ვისაც ოდნავი თავმოყვარეობა გააჩნია.

ქვეყანამ ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყანაში არის დემოკრატია, თავისუფლება და შეტევა არის ასეთ ქვეყანაზე. რატომ არის შეტევა? - იმიტომ, რომ აღმოჩნდა ომისა და მშვიდობის საკითხები, სადაც გარკვეული განსხვავება არსებობს და ამ დიდი ომის დროს, ამას ადვილად არავინ გიტარებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს