ელენე ხოშტარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა, ვინ, რა, როგორ, არ ყოფილა - ვთანხმდებით პრინციპებზე

ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ცვლილება იყოს ცხადი, მშვიდი, სტაბილური და რომ „ქართული ოცნების“ წასვლას არანაირი რყევა არ მოჰყვეს - არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა, ვინ, რა, როგორ, არ ყოფილა - ვთანხმდებით პრინციპებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მედიასთან ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია პრეზიდენტთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო დროული და ძალიან საჭირო შეხვედრა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ არის სრული ურთიერთგაგება, ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში. ჩვენ ვსაუბრობთ როგორ განხორციელდეს ის ცვლილება, რომელიც გარდაუვალია ისე, რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და ეს იყოს სტაბილური პროცესი. ვისაუბრეთ ძირითად პრინციპებზე, ასევე საარჩევნო ჯგუფის შექმნის კონკრეტულ ინიციატივაზე, რათა არჩევნების დღეს სრული კოორდინაცია იყოს. აბსოლუტური თანხვედრაა. პრეზიდენტის ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კოალიციური რეჟიმში გადავიდეთ. პრეზიდენტთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ.

არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა - ვინ, რა, როგორ [არ ყოფილა]. ვთანხმდებით პრინციპებზე. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ცვლილება იყოს ცხადი, მშვიდი, სტაბილური და რომ „ქართული ოცნების“ წასვლას არანაირი რყევა არ მოჰყვეს. ამ ყველაფერზე ძალიან გააზრებულად და დეტალურად ვისაუბრეთ. ამ კოალიციური კონსულტაციების პროცესში გვაქვს სრული ურთიერთ თანხვედრა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრა მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან გამართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას შერჩეული ჰყავს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც ის ოპოზიციას შეხვედრებზე წარუდგენს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს