ნიკა მელია - ხალხი, ვინც მიდის არჩევნებზე, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს სახელმწიფოსთვის გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს

გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს მოემსახურება, არც ერთი გადაწყვეტილება არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს - ყველაფერს ექნება თავისი დრო, როდესაც ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეხება, საქართველო იქნება თუ არა განვითარებული სამყაროს ნაწილი, შესაბამისად, „26 ოქტომბერს დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი“.

„ის ხალხი, ვინც მიდის არჩევნებზე, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს და 27 ოქტომბრიდან ხალხის ინტერესი ქართულ პოლიტიკაში აისახოს. არ უნდა მოხდეს ჩანაცვლება, უნდა მოხდეს ცვლილება, იმ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რომელიც არსებობს მთელი 32 წლის განმავლობაში. „ქართლმა ოცნებამ“ ეს პოლიტიკური სისტემა ბევრად გააუარესა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე მოხდეს სტაბილური ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება [ხდება]. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დააახლოებს, არც ერთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ამ ეტაპზე, არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს.

ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს ექნება თავისი მომენტი, როდესაც თქვენ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ მოემსახურება ამ სახელმწიფოს განვითარებას, ეროვნულ და ევროპულ განვითარებას. ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად ყველანი მივიდეთ არჩევნებზე.

ეს არჩევნები ეხება, სახელმწიფო იქნება თუ არა განვითარებული სამყაროს ნაწილი, შესაბამისად, 26 ოქტომბერს დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი, რომელსაც მოჰყვება ისტორიული ცვლილებები პოლიტიკური სისტემის ცვლილების სახით,“ - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრა მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან გამართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას შერჩეული ჰყავს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც ის ოპოზიციას შეხვედრებზე წარუდგენს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია