რობერტ ფიცო დენის შმიგალს - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით 100%-ით მხარს გიჭერთ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს უჟგოროდში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„ღიად ვიტყვი, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ. თქვენი წევრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერს.

„ევროკავშირში იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ასეთი სწრაფი არ იყოს. ჩვენ ასეთები არ ვიქნებით. ბევრი რამ თქვენზე, თქვენს რეფორმებზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ თქვენს გზაზე არანაირ დაბრკოლებას არ შეგიქმნით“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში